საქსტატმა მესამე კვარტლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა
საქსტატმა მესამე კვარტლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა

A+ A-

14:50 11/12/2019

საქსტატმა მესამე კვარტლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა. უმსხვილესი ინვესტორების სიაში არიან: IDS ბორჯომი, შპს მაგთიკომი, ს/ს ენერგო-პრო ჯორჯია, ს/ს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, ს/ს RMG Copper, შპს ტოიოტა კავკასია, შპს აჭარ ენერჯი-2007, ს/ს მეტრო ავრასია ჯორჯია, შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, ს/ს ბიჯეო ჯგუფი. შეგახსენებთ, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი - 45.7 მილიონი დოლარით. ამ სამი უმსხვილესი სექტორის წილი ჯამურ FDI -ში 45.7 %-ია. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. III კვარტალში ჯამში 909 მლნ დოლარია ჩადებული საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ.