გიგი უგულავას ძიუდოისტის ცემის გამო ბრალი წაუყენეს
გიგი უგულავას ძიუდოისტის ცემის გამო ბრალი წაუყენეს

A+ A-

21:13 11/12/2019
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით მას ბადრი გავაშელის ცემაში ადანაშაულებენ.
 
"ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით რაც პირის ცემას გულისხმობს.
ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს.

#მემიყვარსჩემიპატრული", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით , ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.