ნაძირალა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა ფარსი - ცოტნე გამსახურდია მოსამართელეთა კენჭისყრაზე
ნაძირალა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა ფარსი - ცოტნე გამსახურდია მოსამართელეთა კენჭისყრაზე

A+ A-

12:23 12/12/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, მოსამართლეთა 19 კანდიდატის კენჭყრას სოციალური ქსელში ეხმაურება.

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩაუტარა ფარსი.


“პარლამენტმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელის გარეშე, უბრალოდ დაამტკიცა მოსამართლეთა 14 კაციანი სია, რომლის წევრების უმრავლესობაც არის ჩვეულებრივი უვიცი ნაძირალა და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი. მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ამ საპარლამენტო განხილვებს, თუ დეპუტატებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის, კანდიდატების შეფასების და საკუთარი პოზიციის -მხარდაჭარა-უარყოფის - არგუმენტებით დასაბუთების საშუალება?!
ნაძირალა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა ფარსი, და შეიყვანა ზონდერები და ჯალათები უზენაეს სასამართლოში უვადოდ, რათა მისი უკანონო ქმედებები მიჩქმალონ, გააპრავონ, ებრძოლონ მის პოლიტიკურ მოწონააღმდეგეებს, და ხელი შეუწყონ ქვეყნის უპრობლემოდ დაპატრონებაში!
თუ ამაზე გავჩუმდით, კიდევ უარესად იქნება ჩვენი საქმე, ხალხო“, - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, კომიტეტის სხდომაზე 19 კანდიდატს კენჭყი უყარეს, საიდანაც კომიტეტმა 14 მოსამართლეობის მსურველის მისამართი რეკომენდაცია გასცა.
ამ პროცესების შემდგომ კანდიდატების სიას საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. იმისათვის, რომ თითოეული მოსამართლეობის მსურველი უზენაესში გამწესდეს, თითოეულ მათგან 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.