რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

A+ A-

21:31 12/12/2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში,  ჭყონდიდელის დასახლებაში. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა, მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

შედეგად ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაღუპულია ახალგაზრდა ქალი და დაშავებული კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.