ნიკა მელია ჩემს თვალში არის გმირი - მიხეილ სააკაშვილი
ნიკა მელია ჩემს თვალში არის გმირი - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

23:30 12/12/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ეხმაურება. მისი თქმით, ქონდრის კაცის სიმაღლე ვერ მისწვდება ნიკას ვერსად. 

სააკაშვილი ამაყოფს, რომ მელია მისი თანამებრძოლია.

„ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ, მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. კენჭისყრაზე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა მისცა ხმა.