არ მიაყენოთ შეურაცხყოფა აქციაზე ფულით, დაშინებით და ძალადობით ჩამოყვანილ ადამიანებს - ცოტნე გამსახურდია
არ მიაყენოთ შეურაცხყოფა აქციაზე ფულით, დაშინებით და ძალადობით ჩამოყვანილ ადამიანებს - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

14:31 14/12/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მოქალაქეებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოყვანილ ადამიანებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

„მეგობრებო, მინდა გითხრათ: თავი შევიკავოთ დღეს თბილისში შეკრებილი ხალხის შეურაცხყოფისგან. მათი 10 პროცენტიც არ იქნება ქოცების მხარდამჭერი რეალურად, ხომ ვიცით რა მეთოდებით - ფულით, დაშინებით, მოტყუებით - მოჰყავთ ისინი... ხელისუფლება, რომელსაც ხალხი იმ დღეში ჰყავს, რომ ადამიანები იძლებული არიან 30 ლარად ასეთ აქციებში, ვითომ ევროპის დღის საბაბით მონაწილეობა მიიღონ, სანაგვეშია გადასაგდები! ადრეც და ახლაც... მჯერა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ამ ყველაფერს კარგად ხვდება...“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიის მხარდამჭერები დედაქალაქში ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც დაიძრა.