ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ

A+ A-

12:22 15/12/2019

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ. ისინი პირველი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ, საიდანაც ექიმის ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით გაემართებიან საოკუპაციო ხაზისკენ, სადაც აქცია გაიმართება.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მცირე მიმართვას.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.