ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

A+ A-

15:56 15/12/2019

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, კუნძულ მინდანაოზე ქალაქ დავაოდან 61 კილომეტრის მანძილზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათი განცხადებით მიძისძვრა 28 კილომენტრის სიღრმეზე მოხდა. მიწისძვრას შედარებით სუსტი განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. სიტიქიურ უბედურებას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა, რომლელიც მშობლებთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ.

ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის შესაძლებლობა გამორიცხეს.

შეგახსენებთ, რომ კუნძულოვანი სახელმწიფო ფილიპინები სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს.