"მწვანე სკოლის" დამფუძნებელი დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
"მწვანე სკოლის" დამფუძნებელი დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

A+ A-

16:57 15/12/2019

სკოლის ერთ ერთმა დირექტრმა ბაკურ სულაკაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"სკოლას საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში "ჩაუშვა". სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება "ჩაშვება" არ არის. შინაგანაწესი სკოლას ავალდებულებს, ასეთ სიტუაციებში პოლიციას მიმართოს," - წერს ბაკურ სულაკაური.

"ყველა ფიქრი ამ წუთას მიმართულია ბავშვი ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ. სკოლის სამსახური ეცადა იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ შევძელით და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. რამდენიმესაათიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა წარწერების ავტორის ვინაობა,"-აცხადებს "მწვანე სკოლის" დამფუძნებელი კახა დავითური.