საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს - გიორგი ვაშაძე
შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს - გიორგი ვაშაძე

A+ A-

17:36 15/12/2019

სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო - შევთანხმდით იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს; მეორე: მათ ითხოვეს მეტი დრო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ მომავალ პარასკევს გვექნება შემდეგი შეხვედრა. მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ასევე დრო ითხოვეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავდნენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

მსგავსი თემები