მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა - წულუკიანი
მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა - წულუკიანი

A+ A-

17:48 15/12/2019

ოპოზიციასა დახელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და და განაცხადა, რომ ეს რაუნდიც იყო უშედეგო.

„ვერანაირი შედეგი დღეს ვერ დადგა, რადგან ჩვენ ვიხილავდით მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გადაკეთების შესაძლებლობას, მარტივ ენაზე რომ ვთქვა. ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი არგუმენტები, ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში, ერაყში, და ალბათ იმ ქვეყნებში ეს მოდელი შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი, რომ დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, რომ გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს წარმომადგენლობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, რომ ეს მდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, ის ყველაფერი, რაც აქამდე ვიმსჯელეთ, გერმანული მოდელი უარყოფილი იქნა, დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში და ორი ქვეყანა დასახელდა, ეს არის ვაღანეთი და ერაყი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება, მითუმეტეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.