ჩოხატაურში ავტომობილი ხევში ჩავარდა
ჩოხატაურში ავტომობილი ხევში ჩავარდა

A+ A-

17:56 15/12/2019

ჩოხატაურში ავტოავარიის შედეგად ავტომობილი ხევში გადავარდა.

ავტოავარია ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილ სამშობიარო სახლთან მოხდა. ავტომობილი, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა, ხევში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.