ტოპ 7 სუნამო, რომელიც აქტუალობას არ კარგავს
ტოპ 7 სუნამო, რომელიც აქტუალობას არ კარგავს

A+ A-

18:34 15/12/2019

”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის” თქვა კოკო შანელმა.

სუნამოს წარმოშობის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ძველ ეგვიპტეში, რომის იმპერიასა და სპარსეთში გვამოგზაურებს და კლეოპატრასაც გაგვახსენებს, რომელიც სუნამოს იალქნებსაც კი აპკურებდა, რათა ყველას ეგრძნო მისი ჩამობრძანება. თანდათანობით არომატები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

“2020NEWS“ წარმოგიდგენთ ტოპ 7 სუნამოს, რომელიც საუკუნეეს უძლებს და აქტუალობას არ კარგავს.

პირველ პოზიციას Chanel №5 იკავებს, რომელიც ნომერ პირველი ლეგენდარული და ყველაზე მოთხოვნადი სუნამო. მოდის კანონმდებელი არც კი ფიქრობდა სუნამოს შექმნაზე, რადგან არასოდეს მოსწონდა იმ დროისთვის არსებული სუნამოები. მისთვის ყველაზე მოსაწონი, ახლად დაბანილი სხეულის სუნი იყო, სხვა დანარჩენს ის უგემოვნობად და ბურჟუაზიული სტილის გამოვლინებად თვლიდა, სანამ არ შეხვდა პარფიუმერ მისტერ ბოს, რომელმაც დაარწმუნა კოკო, რომ შეძლებდა მისთვის მოსაწონი სუნამოს შექმნას. ბატონმა ბომ მოდის კანონმდებელს ასარჩევად 10 არომატი შესთავაზა, კოკომ მეხუთე ესენცია აარჩია და ეს იყო ის, რომელშიც ბატონ ბოს დოზები შეეშალა, ლეგენდარული სუნამოს სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა. არომატი შედგება ყველაზე ქალური ნოტებისგან: ალდეგიდები, ნეროლები, ილანგ-ილანგი, ბერგამოტი, დალიმონი, ირისი, იის ფესვი, ჟასმინი, ლანდიში და ამბრა, პაჩული, მუსკუსი, ვივერა, ვანილი, ვეტივერი. როდესაც მერლინ მონროს ჰკითხეს, რას იცვამდა როდესაც დასაძინებლად მიდიოდა, მან უპასუხა, „Chanel №5“-ის რამდენიმე წვეთს“.

 

 მეორე ადგილს L’air Du Temps By NINA RICCI იკავებს, რომლის საკულტო არომატი 1948 წელს შეიქმნა. ნინა რიჩის ვაჟი, რობერტი სამოსზე მეტად არომატების მიღებით იყო დაინტერესებული, ის ოცნებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეექმნა ისეთი არომატი, რომელიც ქალბატობენისთვის ხალისის, სიხარულის, უდარდელობის და სიმშვიდის მიმნიჭებელი იქნებოდა. ფლაკონის თავსახურზე გამოსახული დეკორატიული მტრედები საოცრად ქალური და მოხდენილია. ამ სუნამოში 30 – ზე მეტ სხვადასხვა ინგრედიენტი ერწყმის და ქმნის მსუბუქ, ყვავილოვან სურნელს.

მესამე პოზიციაზე მყარად არის, J’adore by Dior. ორი საოცარი სუნის სრულყოფილი დაწყვილება - ვარდი და ბერგამოტი - ჟასმინის საწოლზე. J’adore ახერხებს უამრავი ხასიათი ჰქონდეს აგრესიულობის გარეშე. ეს არის ზოგჯერ მომაბეზრებელი სუნამო, რომელიც არასოდეს არავის ტოვებს გულგრილს, მაგრამ არც ზედმეტია. ბოთლის დახვეწილი დიზაინიც, რომელიც იდეალიზებული ქალური ფიგურაა, მთელი სიამოვნებაა თვალებისთვის და თითებისთვისაც.

 

Shalimar, Guerlain მეოთხე ადგილზეა. პირველი კლასიკური აღმოსავლური პარფიუმია, რომელიც ჟაკ გერლენმა 1921 წელს, პარიზში მდებარე დიდ სასახლეში წარმოადგინა, შექმნიდან 4 წლის შემდეგ. ამ დროს პარიზში აღმოსავლური მოდა იყო დამკვიდრებული და ამ სუნამოს მუზად გერლენმა პრინცესა მუმტაზ-მახალი აქცია, ეს ის პრინცესაა, რომლისთვისაც მეუღლემ, შაჰმა ჯახანმა ტაჯმაჰალი –ააგო.

დაცულია მრავალი საუკეთესო და პოპულარული პარფიუმერია, მაგრამ Miss Dior ყველა დროის ერთ–ერთი ფავორიტია. ეს არის დელიკატურად მსუბუქი და ყვავილოვანი ფერების მქონე სუნამო ბერგამოტის, გრასის ვარდის, ვარდების და ვარდისფერი წიწაკის ძლიერი არომატებით.

 

6 პოზიციაზეაა- 212, Carolina Herrera – შეიქმნა 1997 წელს – 212 კაროლინა ერერას საყვარელი ქალაქის, ნიუ იორკის სატელეფონო კოდის სახელწოდებით. სუნამო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არომატია, თავად დიზაინერი ამ სუნამოს აღწერს როგორც პროვოკაციულს, ჯიშიანსა და მწველს. ის ყველაზე კეთილშობილი მცენარეებისგან შედგება. ესენია: სანდალი, მუსკუსი, მანდარინი, ბერგამოტი, აბრეშუმის ხე, კამელია, ატლასის ხე და ყვავილი სახელწოდებით „ღამის დედოფალი“. 212 ძალიან მგრძნობიარე და თითქმის ყველა გემოვნების დამაკმაყოფილებელი სუნამოა.

 

და ბოლოს მეშვიზე პოზიციაზეა -როდესაც ცისფერ-ლურჯზე ვფიქრობ, ყველაფერი რაც მახსენდება, არის სუნამო Dolce GaBBana light blue . ეს არის ხმელთაშუა ზღვისა და ციტრუსის (არა სიტყვასიტყვით, მაგრამ კონცეპტუალურად) სურნელი, სადაც იგრძნობა თუ როგორ ტრიალებს კრუიზი ზღვის ტალღებში. გაფიქრებს ისეთ არომატებზე, როგორიცაა ციტრუსის, ვაშლის და ბამბუკის. ეს არის მზიანი ზაფხულის დღეების, სიცოცხლის სიხარულისა და მაცდუნებელი სურნელი. მზიანი ზაფხულის დღის მთელი არსება იშლება ამ ცოცხალი, ახალი, ყვავილოვანი და ხეხილის სუნამოში, რომელიც ბადებს ხმელთაშუა ზღვის ქალის მგრძნობელობასა და სექსუალობას.