ღმერთს ვფიცავარ, დედამ არაფერი იცოდა - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის საშინელი დეტალები (ვიდეო)
ღმერთს ვფიცავარ, დედამ არაფერი იცოდა - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის საშინელი დეტალები (ვიდეო)

A+ A-

22:20 15/12/2019

"პოსტ ფაქტუმმა" ის გოგონები ჩაწერა, რომლებსაც პორნოგრაფიულ ფოტოებს უღებდნენ.

ბავშვები თავად ჰყვებიან, რა მეთოდებით ითანხმებდა მათ ფოტოგრაფი. საქმის სკანდალურ მასალებში ბავშვთა პორნოგრაფიული სურათებიც დევს. გაშიშვლებასთან ერთად ფოტოგრაფი გოგონებს სხვადასხვა პოზებში დგომას აიძულებდა.

საქმეში არის 2 მთავარი ფიგურანტი, ეს არის ფოტოგრაფი , რომელსაც მსგავსი დანაშაული ადრეც აქვს ჩადენილი და ერთი ქალი, რომელიც ფოტოსესიებს ორგანიზებას უკეთებდა და ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართო თავის შვილი, მათი კლასელები ძმიშვილი და მეზობლები.