ბანგლადეშის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

10:16 16/12/2019

ბანგლადაშის დედაქალაქ დაკაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა 17 და დაშავდა 35 ადამიანი.