რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ში ინდიელების გენოციდის კანონის მიღებას აპირებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ში ინდიელების გენოციდის კანონის მიღებას აპირებს

A+ A-

10:25 16/12/2019

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკის სენატის საპასუხოდ, აშშ-ში ინდიელების გენოციდის კანონის მიღებას აპირებს.

თურქეთის პარლამენტს შეუძლია, მიიღოს კანონი ამერიკის კოლონიზაციის დროს განხორციელებული ინდიელების გენოციდის შესახებ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მსგავსი ნაბიჯი საპასუხო ზომა იქნებოდა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი პირების მასობრივ ხოცვას, გენოციდად აღიარებს.

მანამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და კიურეჯიკში ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ოსმალეთის იმპერიის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონ-ნახევარი სომეხის მკვლელობა გენოციდადაა აღიარებული. სენატის გადაწყვეტილებას სომხეთის პრემიერი გამოეხმაურა.

ნიკოლ ფაშინიანმა შტატების საკანონმდებლო ორგანოს მადლობა გადაუხადა. ანკარაში კი გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი შტატებისა და თურქეთის ურთიერთობას რისკის წინაშე აყენებს.