როგორ მოვემზადოთ მზებუდობისთვის - რიტუალი, რომელიც 22 დეკემბერს უნდა ჩავატაროთ (ვიდეო)
როგორ მოვემზადოთ მზებუდობისთვის - რიტუალი, რომელიც 22 დეკემბერს უნდა ჩავატაროთ (ვიდეო)

A+ A-

10:38 16/12/2019

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს მიმდინარე კვირას მოვერიდოთ სარისკო, ავანტურულ მოქმედებებს და სამომავლოდ გეგმების დასახვას, ამის შესახებ ასტროლოგმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა. 

„არ ღირს პრეტენზიების გამოთქმა, რადგან თავისუფლად შეიძლება წვრილმანი კამათი ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს“, - გვირჩევს ცაგარელი. 

სასიკეთო კვირაა ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მაღალი თანამდებობის დასაკავებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ცაგარელის თქმით, 22 დეკემბრისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ამ დღეს საჭიროა, რიტუალი ჩავატაროთ. რიტუალისთვის უნდა ავიღოთ ზარი, დავაფაროთ ზემოდან ჩვარი და ოთახში საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ ვიაროთ.