ხუნდაძემ პირველ მოადგილედ ლადო კახაძე აირჩია
ხუნდაძემ პირველ მოადგილედ ლადო კახაძე აირჩია

A+ A-

10:47 16/12/2019

დღეს ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე  ახალ პირველ მოადგილეს წარადგენს.

ხუნდაძის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე იქნება.

„რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს მის პირველ მოადგილეს. მე გამოვიყენე ეს უფლება და შევარჩიე პირველ მოადგილედ ბატონი ლადო კახაძე. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გამიჭირდა შერჩევა, კომიტეტში ბევრია წარმატებული, გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი, - განანხადა  ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ მას შემდეგ დაიკავა ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის პოსტი, რაც მისმა წინამორბედმა აკაკი ზოიძემ უმრავლესდობა დატოვა.