ხალხს ვუყვარვარ, სადაც საჭიროა ყველგან ვივლი, სალობიეშიც ვივლი - სალომე ზურაბიშვილი
ხალხს ვუყვარვარ, სადაც საჭიროა ყველგან ვივლი, სალობიეშიც ვივლი - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

11:32 16/12/2019

სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობისგან უნდობლობა არ უნახავს და გააგრძელებს ფეხით სიარულს.

„საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა მე არ მინახავს. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს ეს არის არა რაღაც კრიტიკები ან ხუთ კაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს არის პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. ამიტომ სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები სადაც და როგორც საჭიროა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.