2019 წლის საშუალო ხელფასი 1 217 ლარია - საქსტატი
2019 წლის საშუალო ხელფასი 1 217 ლარია - საქსტატი

A+ A-

12:06 16/12/2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2019 წლის საშუალო ხელფასი 1 217 ლარს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება. ანაზღაურების მატების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი);

 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).