იტალიაში ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს
იტალიაში ქურდობისთვის  სამი  ქართველი დააკავეს

A+ A-

12:45 25/12/2019

იტალიაში ქურდობისთვის  სამი  ქართველი დააკავეს. მათი ასაკი 45 წლიდან  65 წლამდეა. ქართველებმა სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ნივთები მოიპარეს, შემდეგ კი საკვები  ობიექტის  რიგში  მდგომ ქალს საფულე ამოაცალეს. ქურდებმა გაქცევა მანქანით სცადეს, რა  დროსაც ორი ავტომანქანაც დააზიანეს. პოლიციამ ქურდობის შესახებ მალევე გაიგო და დამნაშავეებს  დაედევნა. სამართალდამცველებმა ქართველების დაკავება და მოპარული ნივთების ამოღება შეძლეს. დაკავებულები  სასამართლო პროცესებამდე  ვალერტის ციხეში გადაიყვანეს.კრ