საქართველო მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმს უნდა დაესწროს - ბურჯანაძე
საქართველო მოსკოვში,  ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმს უნდა დაესწროს - ბურჯანაძე

A+ A-

13:03 25/12/2019

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღნიშნოს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე იუბილე და მოსკოვში ამ დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწროს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ რუსულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ საკითხზე მას კითხვები არ აქვს, "ვინაიდან მიიჩნევს, რომ 9 მაისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომლის შესახებაც ყველას უნდა ახსოვდეს თუ კი ნორმალურ ადამიანებად გვსურს დარჩენა": "საქართველოს ხელისუფლებამ ეს დღე მნიშვნელოვნად უნდა აღნიშნოს იმიტომ, რომ ეს ნამდვილად საერთო დღესასწაულია ომზე გამარჯვების, რომელშიც ერთად ვიბრძოდით რუსები, ქართველები, უკრაინელები, ყაზახები და ზოგადად ყველა ერის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ ამ დიდ ქვეყანაში ცხოვრობდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულმა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მალე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროს დატოვებდა, თუმცა ბურჯანაძის დაპირებდა, დაპირებად დარჩა.