არ დაამატოთ კალაძის ნაძვის ხეს ტოტები - ევროპაში მაღალი,"გამხდარი" და "უშნო" ნაძვის ხეებია ტრენდული
არ დაამატოთ კალაძის ნაძვის ხეს ტოტები - ევროპაში მაღალი,"გამხდარი" და "უშნო" ნაძვის ხეებია ტრენდული

A+ A-

20:27 26/12/2019

წელს, დედაქალაქში „უშნო“ და „ტრენდული“ ნაძვის ხე განათდა. “2020NEWS“ დაინტერესდა,  მართლა ტრენდულია თუ არა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და  თბილისის გარდა, რომელ ქალაქებს ამშვენებს ახალი წლის მთავარი, თანაც ჩვენნაირი, ტრენდული ატრიბუტი. თურმე, ევროპაც სავსეა შობისა და ახალი წლის განუყრელი და უმნიშვნელოვანესი "უშნო“ ნაძვის ხეებით.

მოკლედ, საქართველოს დედაქალაქის  2020 წლის, იტალიურმა, 25-მეტრიანმა და დაახლოებით , მილიონ ლარად შეფასებულმა, "ტრენდულმა“ ნაძვის ხემ ქართველების “გულის დაპყრობა“ ვერ შეძლო. 

დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს "უშნო“ ნაძვის ხის გამო, საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს.

"ნაძვის ხეს ვამატებ ტოტებს“  - სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამ სახელწოდებით  „ივენთიც“  შეიქმნა. მეტიც, იმავე ღამეს, ახალ ნაძვის ხეს სასუქიც კი მიუტანეს, ტოტები გაეზრდებაო.

თავად თბილისის მერმა კრიტკას ასე უპასუხა:  “ულამაზესია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან და არა ის, რაც წლების განმავლობაში ნაძვის ხე ხუფის სახით გვქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”.

ერთი სიტყვით, "2020NEWS"-ის მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მსგავსად, მაღალი და “გამხდარი“, მაგრამ „უშნო“  ნაძვის ხეები ამშვენებენ: ლონდონს. ვენას, პრაღას, კიოლნს,  კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებსა თუ დედაქალაქებს.

მაშ ასე,   წარმოგიდგენთ  „უშნო“ ნაძვის ხეებს, რომლებიც  ევროპის სხვადასხვა ქალაქებში კოპწიობენ.

დიდი ბრიტანეთი - ლონდონი

ლონდონური ნაძვის ხე თბილისურისგან განსხვავებით, ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი.

მოლდავა - კიშინოვი

ტრენდული ნაძვის ხით ხვდება ახალ წელს მოლდავეთის დედაქალაქი კიშინოვი. იქაც „უშნო“ ნაძვის ხე კოპწიობს.

.

ჩეხეთი - პრაღა

ჩეხეთის დედაქალაქის მთავრობამაც ტრენდულ ნაძვის ხეზე შეარჩია არჩევანი. პრაღას მაღალი არა, მაგრამ “გამხდარი“ ნაძვის ხე ნამდვილად ამშვენებს.

საფ­რან­გე­თი - სტრას­ბურ­გი

საფრანგეთის პოლიტიკურ დედაქალაქს, სტრასბურგს, თბილისისა და ლონდონის მსგავსად ტრენდული, ანუ „უშნო“  ნაძვის ხე ამშვენებს. თბილისის მთავარი საახალწლო ატრიბუტისგან განსხვავებით, სტრასბურგის ნაძვის ხე ოდნავ უფრო მეტადაა მორთული.

გერ­მა­ნია - კი­ოლ­ნი

გერმანელებმა ჩვენსავით მთავარი ნაძვის ხე ოქროსფერში გადაწყვიტეს.

უკ­რა­ი­ნა - კი­ე­ვი

უკრაინის დედაქალაქსაც ტრენდული ნაძვის ხე ამშვენებს. უბრალოდ, უკრაინელებმა ჩვენსაზე  უფრო დაბალ და ბუთქუნა  ნაძვის ხეზე  გააკეთეს აქცენტი.

ავსტრია-ვენა

ვენის მთავარი საახალწლო ატრიბუტი ძალიან ჰგავს თბილისის მთავარ ნაძვის ხეს. განსხვავება ის არის, რომ ვენის ნაძვის ხეს სანთლები არ ამშვენებს.

გერმანია - ფრანკფურტი

ფრანკფურტს, ქალაქს, რომელიც განთქმულია საშობა ბაზრობით, წელს საკმაოდ მოკრძალებული ნაძვის ხე ამშვენებს. გერმანელების მთავარი საახალწლო ატრიბუტი მაღალი და  ნაკლებად მორთულია.