2019 წლის ბრენდ-პერსონა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გახდა
2019 წლის  ბრენდ-პერსონა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გახდა

A+ A-

13:33 27/12/2019

2019 წლის ბრენდ-პერსონა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გახდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ბრენდ-პერსონის გარდა, წლის წარმატებული კომპანიები დასახელდა.

„ქართული ბრენდის დღე“, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 17 წელია ყოველწლიურად და ტრადიციულად ატარებს, 26 დეკემბერს „ბილთმორ თბილისში“ გაიმართა.

ტრადიციულად, ,,ქართული ბრენდის დღე“ კომპანიებს 7 ძირითად ნომინაციაში ავლენს. ესენია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია,  ბრენდ-პერსონა.

„ქართული ბრენდის დღე 2019“-ის გამარჯვებულები არიან:

ნომინაციაში  „ლიდერი“: 1. ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“; 2. ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; 3. კლინიკა „ენმედიცი“; 4. საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“; 5. კომპანია „ნოვა“; 6. კომპანია „გეორგინა“.

ნომინაციაში  „ახალი ქართული ბრენდი“: 1. კომპანია „სენვი“; 2. ტრიო „მეცო“; 3. კომპანია „Megadoors“;  4. სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“;  5. სასტუმრო „ჩემოდანი“;  6. „გურამიშვილის მარანი“;  7. GGRC  ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი;  8. „ლეონ შავიტის სტუდია“.

ნომინაციაში „რეპუტაცია დანდობა“: 1. სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“; 2. საკონდიტრო „მარონი“; 3. კომპანია „ფაფანაკი“; 4. „ნოზაძის მეფრინველეობა“; 5. მუსიკოსები ბელა ბერკემერ-მახარაძე და უვე ბერკემერი; 6. ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქარი“; 7. „თბილისის ბავშვთა კაპელა“; 8. რესტორანი „თაშრე“

ნომინაციაში „წარმატებული პროექტი“: 1. კომპანია „Rose art“ პროექტისათვის „ვარდების წვიმა“; 2.  ცეკვის სახელოსნო „თედასი“ პროექტისათვის „გაცოცხლებული ქანდაკება“.   

ნომინაციაში „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“: 1. „კავკასიის პოეზიის ფესტივალი“. 

ნომინაციაში „წარმატებული ტელეპროექტი“: 1. „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“; 2.  „ახალი დღე“;  3. „ფერმა“;

ნომინაციაში  „წარმატებული ინვესტიცია“: 1. „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ:

  1. მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ ინოვაციური ვებ პლატფორმის „ge“ შექმნისთვის;
  2. კარინა ვამლინგი საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის;
  3. ნატალია კვანტალიანი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის. 

მანანა გეგიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი: „როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა... მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდრება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა,  ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ - ნაციონალურ დღესასწაულად იქცა. „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 17 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით  განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“.

ელგუჯა მარღია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

„ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

პროექტის არსებობის მანძილზე 700-მდე წარმატებული  კომპანია, სხვადასხვა სახის პროექტი, ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ანსამბლები და პიროვნებები დაჯილდოვდნენ.

ბრენდ-პერსონის ნომინაციაში სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ლეილა აბაშიძე, ჯამლეთ ხუხაშვილი, პაატა ბურჭულაძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია...

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში. ამ პროექტის არსებობის მანძილზე, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და წარმატებით საქმიანობს მრავალი კომპანია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. პროექტმა 17 წლის განმავლობაში არაერთი ქართული ბრენდი წარმოაჩინა.  არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი ქართული ბრენდის დღის ჯილდო.  უნდა ითქვას, რომ „ქართული ბრენდის დღე“ თავად იქცა ბრენდად და  უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდა - იტალიაში,  ამერიკაში ორი წელია პომპეზურად აღინიშნება.   

„ქართული ბრენდის დღე 2019“-ის პარტნიორები არიან: ამერიკის მეგობართა კლუბი, საქართველო - შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო „ფრანი“, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ .

სპონსორები: ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“, სასტუმრო „აივანი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, ბელა მეტრეველის კლინიკა.

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია სააგენტო „კლიპარტი“, brandnews.ge,  „ინტერპრესნიუსი“, ambebi.ge,  „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“,  რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“,  „ტელეიმედი “, „რუსთავი 2“,  ტელეკომპანია „პულსი“, ტელეკომპანია ,,მირი”, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, “2020NEWS”.