რა ელოდებათ ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს და ეკა ბესელიას?
რა ელოდებათ ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს და ეკა ბესელიას?

A+ A-

18:29 30/12/2019

2020 წელი საქართველოსთვის რთული და მოვლენებით სავსე იქნება. ქვეყანას წინ უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ წლისთვის საგანგებოდ ემზადებიან, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზები და რჩევები სავარაუდოდ, დაეხმარებათ.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, ვარსკვლავები წარმატებულ წელს არ ჰპირდებიან. ბურჯანაძე ძაღლის წელიწადში დაბადებული კირჩხიბია. როგორც ცაგარელი ამბობს, ვირთხის წელიწადი კირჩხიბებისათვის ცუდი წელია. შესაბამისად, ბურჯანაძის შანსებს ასტროლოგი ხუთქულიანი სისტემით სამიანზე აფასებს.

კირჩხიბია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც. როგორც ცაგარელი ამბობს, ინაშვილს ის გარემოება დაეხმარება, რომ ძაღლის წელიწადშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, ინაშვილის წარმატების შანსებს ასტროლოგი ხუთბალიანი სისტემის მიხედვით, სამიანზე აფასებს.

კიდევ ერთი პოლიტიკოსი ქალი, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ტახის წელიწადში დაბადებული მორიელია.

„მორიელებს კარგი წელი აქვთ, ტახებს საშუალო. ერთად რომ შევაფასოთ, სამიანი პლიუსით წელი ექნებ“, - ამბობს ცაგარელი „2020NEWS“-თან.