კამერონ დიასი 47 წლის ასაკში დედა გახდა
კამერონ დიასი 47 წლის ასაკში დედა გახდა

A+ A-

11:38 04/01/2020

ამერიკელ მსახიობ კამერონ დიასსა და მუსიკოს ბენჯი მედენს გოგო გაუჩნდათ. ამის შესახებ დიასმა Instagram-ზე დაწერა. ინფორმაციას Dailymail ავრცელებს. 

ახალშობილს რადიქს მედენი დაარქვეს. წყვილი არ აპირებს ჩვილის ფოტოების გაზიარებას, რადგან გოგო ჯერ ძალიან პატარაა. დიასის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია რომ ახალი დეკადა სწორედ იმით დაიწყო, რომ ხალხა მისი პატარას დაბადება ამცნო.

47 წლის კამერონი და 40 წლის ბენჯი 5 წელია, რაც ერთად არიან. ოჯახის გამო, 45 წლის კამერონ დიასმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა.