ფინეთის პრემიერ-მინისტრი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის

A+ A-

13:23 07/01/2020

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. პრემიერის თქმით, ხალხი იმსახურებს,  ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დროის გატარებას.  ინფორმაციას ამის შესახებ „Independent“- ი ავრცელებს.

„მჯერა, ხალხი იმსახურებს, რომ დაუთმონ მეტი დრო ჰობსა და კულტურას“,- აცხადებს მარინი.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის ინიციატივამდე, ფინეთის პრემიერი სამუშაო დღის ხანგრძლივობის ექვს საათამდე შემცირების იდეით გამოვიდა. სარინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოთხ დღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხი მთავრობაში არ განიხილება და ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა.

სანნა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მმართველია.

შეგახსენებთ, სოციალ-დემოკრატი მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრად დეკემბერში აირჩიეს.