მიტროპოლიტი დიმიტრი არ არის ღირსი, რომ მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეს - იღუმენია თამარი
მიტროპოლიტი დიმიტრი არ არის ღირსი, რომ მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეს - იღუმენია თამარი

A+ A-

15:45 07/01/2020

იღუმენია თამარ გამყრელიძე მიტროპილიტ დიმიტრის მიმართავს. იღუმენიას თქმით, მიტროპოლიტი დიმიტრი არ არის ღირსი, რომ მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეს.

„მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში, რატომ  აწინაურებდი? საკუთარი გარემოცვა გაწირე საკუთარი კეთილდღეობისთვის და  მღვდელმთავრის ტიტულისთვის და უსინდისოდ ადანაშაულებ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შენი გასაკეთებელი აკეთა და თავისი თავი გაწირა უდანაშაულო მღვდლის გამო. მიტროპოლიტო დიმიტრივ, არ ხართ ღირსი მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეთ, მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ, რომელიც უფლამდე ვერ მიიყვანს სამწყსოს!“ - წერს თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ, განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს გიორგი  მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში. მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ დეკანოზი სინოდის შუამდგომლობის შემდეგ გათავისუფლდებოდა.