საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გააკეთებს
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გააკეთებს

A+ A-

18:57 08/01/2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გააკეთებს - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ტრამპი პრესკონფერენციას თეთრ სახლში გამართავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადებას დღეისთვის გააკეთებდა.

შეგახსენებთ, ირანმა ერაყში, დღეს დილას, აშშ-ის სამხედრო ბაზები დაბომბა, ირანული მედია კი ავრცელებს ინფრომაციას, რომ ამერიკის საპასუხო დარტყმის შემთხვევაში ირანი დუბაის (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) და ჰაიფს (ისრაელი) დაბომბავს.

 

მსგავსი თემები