მასწავლებლის ხელფასი 1 800 ლარი გახდება
მასწავლებლის ხელფასი 1 800 ლარი გახდება

A+ A-

11:25 09/01/2020

მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი კი, დაახლოებით 1 800 ლარი გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს განათლებას.

„განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა  გახარიამ.