საქართველოს და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

A+ A-

16:41 09/01/2020

დღეს საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დიდი და ისტორიული ამბავი დოჰადან: დღეს საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს ჩემს კოლეგასთან, სოჰაირ ვასტავისთან ერთად მოვაწერე. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში კატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას“, - იტყობინება საქართვეელოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დოჰადან.