ივანიშვილი დავით გარეჯის პრობლემასაც გადაწყვეტს და ცხინვალს და აფხაზეთსაც დაიბრუნებს, 200 წლის შემდეგ - ოქრუაშვილი
ივანიშვილი დავით გარეჯის პრობლემასაც გადაწყვეტს და ცხინვალს და აფხაზეთსაც დაიბრუნებს, 200 წლის შემდეგ - ოქრუაშვილი

A+ A-

11:31 11/01/2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ივანიშვილი და „ოცნება“ ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატოშიც შეგვიყვანს, უბრალოდ, ამისთვის შეიძლება 200 წელი დასჭირდეთ.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟმად ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება, სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხშირად წერს. 

„რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის პრობლემასაც გადაწყვეტს, ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატოშიც შეგვიყვანს. უბრალოდ ამისთვის შეიძლება დაახლოებით 200 წელი დასჭირდეთ, რადგან ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემების გადაჭრას სწავლობენ“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.