ირანისგან ველოდებით კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას - ვლადიმირ ზელენსკი
ირანისგან ველოდებით კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას - ვლადიმირ ზელენსკი

A+ A-

11:44 11/01/2020

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“,- წერს ზელენსკი.

რამდენიმე საათის წინ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და მომხდარს ადამიანური შეცდომა უწოდეს. 

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.