საპატრიარქოს ჩემი მოშორება უნდა - სასულიერო პირის ყოფილი მეუღლის ცხოვრება სიკვდილის შიშით
საპატრიარქოს ჩემი მოშორება უნდა - სასულიერო პირის ყოფილი მეუღლის ცხოვრება სიკვდილის შიშით

A+ A-

12:58 11/01/2020

ახლა ყველაზე მეტად ჩემი მოშორება საპატრიარქოს უნდა, - ამის შესახებ "2020NEWS"- ს სასულიერო პირის, ლაშა ჩიქოვანის ყოფილმა ცოლმა, ნინო გორგოშიძემ განუცხადა.

როგორც ნინო გორგოშიძე აცხადებს, ის ყოველდღე ელოდება, რომ მოკლავენ.

"ყველაფერს გეტყვით, ვიდრე მომკლავენ. ახლა ყველაზე მეტად ჩემი მოშორება საპატრიარქოს აწყობს. ნებისმიერ დროს მზად ვარ სიკვდილისთვის, მაგრამ ჩემი ბოლო სიტყვები იქნება, რომ მე მინდა სიცოცხლე. სასამართლომ ჩემს ყოფილ მეუღლეს გირაო შეუფარდა - 3000 ლარი. სასამართლო უჩემოდ ჩატარდა. მომატყუეს, საქმე გაწელეს, პოლიციაში დამიმალეს და არ მითხრეს,  რა ხდებოდა", - განაცხადა "2020NEWS"-თან ნინო გორგოშიძემ.

ცნობისთვის, სასულიერო პირის, ლაშა ჩიქოვანისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასულიერო პირს 10 იანვარს გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, ლაშა ჩიქოვანს ნინო გორგოშიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

5 შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: „დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“, - განაცხადა ნინო გორგოშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 ავტორი : მარიამ მაჭარაშვილი