ოკუპირებულ აფხაზეთში რაშიდ ნურგალიევისა ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებულ აფხაზეთში რაშიდ ნურგალიევისა ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა

A+ A-

16:39 11/01/2020

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, რაშიდ ნურგალიევთან შეხვედრის დროს, ასლან ბჟანიამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები განიხილა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „იტარ-ტასის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხადა, რაშიდ რაშიდ ნურაგლიევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არაუგვიანეს 13 იანვრის 11:00 საათამდე უნდა დაასახელონ.