“დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის “ბაიერი“ 4:2 დაამარცხა
“დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის “ბაიერი“  4:2 დაამარცხა

A+ A-

21:41 11/01/2020

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობდა.

გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იყო.

„‪დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით – 4:2 მოუგო.

„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

ცნობისთვის, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი AOK TRADITIONSMASTERS ტარდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი  „დინამოა“.