ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი ჰგონია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო წარმავალია - მამა პეტრე კოლხი პატრიარქის ქადაგებაზე
ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი ჰგონია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო წარმავალია - მამა პეტრე კოლხი პატრიარქის ქადაგებაზე

A+ A-

11:46 13/01/2020

„ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან... იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი"..., - ასე ეხმაურება  მამა პეტრე კოლხი პატრიარქის საკვირაო ქადაგებას.

“მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..

მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად... არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე...
დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან...
„იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი"...

ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება”, - წერს მამა პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, გუშინ საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა ილია ll-მ მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, „მეორედ მოსვლა მოახლოებულია. შეიძლება, რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი“.