ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. ვიცე-პრეზიდენტიც გადადგა
ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. ვიცე-პრეზიდენტიც გადადგა

A+ A-

14:04 13/01/2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

ასლან ბარციცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან „აფხაზეთის კონსტიტუციის“ შესაბამისად და რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო, ასევე იმისათვის, რომ აფხაზეთში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მიღწეული იყოს საერთო ნაციონალური თანხმობა.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 იანვარს განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დაინიშნა.