ოპტიმიზმით განეწყვეთ ძველით ახალი წლის შესახვედრად - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან
ოპტიმიზმით განეწყვეთ ძველით ახალი წლის შესახვედრად - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან

A+ A-

13:57 13/01/2020

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, მოერიდეთ პრეტენზიის, უკმაყოფილების გამოთქმას, მეტი ოპტიმიზმით განეწყვეთ ძველით ახალ წლის შესახვედრად, გვირჩევს ცაგარელი მიხეილ ცაგარელი. 

ვერძი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კვირაა, რომელთა უმრავლესობა აბსოლუტურად გამართლებული იქნება. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ადვილად დაიღლებით, მაგრამ მაინც მოგიწევთ ძველი გეგმების, პროექტების გადახედვა და გარკვეული კორექტივების შეტანა.

კურო – მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და ამაღლებული განწყობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, რაშიც გავლენიან თანამოაზრეთა მხარდაჭერაც დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ძველი პროექტების გადასახედად.

ტყუპები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან ისევ დაიბრუნებთ თვითრწმენას და აქტიურად შეუდგებით სირთულეების, პირველ რიგში იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თქვენს განვითარებს, წინსვლას აფერხებდა. 

კირჩხიბი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან, მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი კავშირების გასაბმელად, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და ხელშეკრულებების გასაფორებლად. 

ლომი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთა საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებაზე, რაც თქვენს განწყობაზეც ნეგატიურად აისახება. მოისმინეთ სხვათა აზრი და გაამახვილეთ ყურადღება წვრილმანებზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სირთულეების დაძლევას, თუმცა არ ღის ზედმეტად გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსი არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას და საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების საშუალებას.

ქალწული - გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ნებისყოფა და შრომისუნარიანობა კი, ყველა ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად. 

სასწორი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და ყველა საქმის ერთდროულად კეთება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად, მთავარია იმოქმედოთ გააზრებულად და ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. 

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობის და შრომისუნარიანობის გამოვლენას. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გასაძლიერებლად და კოლეგების პატივისცემის მოსაპოვებლად, მიღებული ინფორაციის გამოყენებით ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი – მეტად აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, საქმეების მოწესრიგებას და კაპიტალის დაბანდებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. შეძლებთ გეგმების და იდეების  განხორციელებას, პირადი, საქმიანი ურთიერთოების და მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების, ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად. წარმატების მომტანი იქნება საქმიანობის სფეროს შეცვლის ან ახალი სამსახურის მოძიების, პირად და საქმიან ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების სურვილიც.

მერწყული –  არ ღირს საქმიან პარტნიორებთან შეხვედრების მოწყობა, მშნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლებად გაამართლებს რისკი და ახალი საქმის დაწყება. ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფარული მტრების და კონკურენტების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი კვირიდან დაიწყოთ, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში დაგავა და წარმატების შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თევზები –  კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საქმიანობის ახალი სფეროს მოსაძიებლად და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოსავლენად. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები ახლა მოაგვაროთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და დაძაბული იქნება.