The Beatles-ის სიმღერის ხელნაწერი ტექსტი 195 ათას დოლარად იყიდება
The Beatles-ის სიმღერის ხელნაწერი ტექსტი 195 ათას დოლარად იყიდება

A+ A-

17:08 13/01/2020

The Beatles-ის ცნობილი სიმღერის „While My Guitar Gently Weeps“ ხელნაწერი ტექსტი 195 ათას დოლარად იყიდება. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

„While My Guitar Gently Weeps“ ლეგენდარული ჯგუფის მეცხრე ალბომში „The White Album“ შედის. 

CNN-ის ინფორმაციით, ტექსტი ხმის ჩამწერი სტუდიის ფურცლის უკანა მხარეზე ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა დაწერეს.

ალბომი „The White Album“ 1968 წელს გამოვიდა. სიმღერა ჰარისონმა ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ დაწერა.

კომპოზიციის ჩაწერაში ცნობილი გიტარისტი ერიკ კლეპტონიც მონაწილეობდა.