ყასემ სოლეიმანზე უარესი მხოლოდ ბინ ლადენი იყო - მაიკ პომპეო
ყასემ სოლეიმანზე უარესი მხოლოდ ბინ ლადენი იყო - მაიკ პომპეო

A+ A-

10:40 14/01/2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ  განაცხადა, რომ „ალ- ქაიდას“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა, უსამა ბინ ლადენმა მოკლა უფრო ბევრი ამერიკელი, ვიდრე ირანელმა გენერალმა ყასემ სოლეიმანმა.

თუმცა, პომპეოს განცხადებით, სოლეიმანმა 600-ზე მეტი ამერიკელი პატრიოტი მოკლა.

„არ არსებობს ტერორისტი, უსამა ბინ ლადენის გამოკლებით, ვისი ხელებიც ისე არის ამერიკელების სისხლში გასვრილი, ვიდრე სოლეიმანის ხელები იყო“, - აცხადებს პომპეო. 

პომპეოს თქმით, ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ მსოფლიო გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ,  8 იანვარს,ირანმა ერაყში ორი სამხედრო ბაზა დაბომბა. ეს იყო მათი პასუხი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.