ქავთარაძეზე მაღაზია დაიწვა, ზარალი 400 ათასზე მეტია
ქავთარაძეზე მაღაზია დაიწვა, ზარალი 400 ათასზე მეტია

A+ A-

10:11 14/01/2020

გუშინ, გვიან ღამით, ქავთარაძის ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალა. სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა და დაიწვა 350-400 კვადრატულ მეტრამდე ფართი.

"მაღაზიის გვერდით არის ორი ბენზინგასამართი სადგური.  იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. დაშავებული არავინ არის" - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

დამწვარი მაღაზიის მფლობელის, ნიკა ლოლაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მიუსთვის უცნობია, ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი კი დაახლოებით 400 000 ლარამდეა.

„ჩემი მაღაზია დაიწვა, ერთს გადაედო, მაგრამ ის გადაარჩინეს. დაახლოებით, 400 000 ლარის ზარალია. მაღაზია დაზღვეულია. არ ვიცი რამ გამოიწვია ხანძარი, ვერ გეტყვით. მიზანმიმართულად არ მგონია გაჩენილიყო. ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ იქ არაფერი არ არის. ერთი მაღაზია იყო, 160 კვადრატული მეტრის ფართობის“, - განაცხადა ნიკა ლოლაძემ.