ერაყის ელიტარულმა ქვედანაყოფმა “ისლამური სახელმწიფოს” 5 გავლენიანი ლიდერი დააკავა
ერაყის ელიტარულმა ქვედანაყოფმა “ისლამური სახელმწიფოს” 5 გავლენიანი ლიდერი დააკავა

A+ A-

09:30 21/10/2018

ერაყის ელიტარულმა ქვედანაყოფმა “ისლამური სახელმწიფოს” 5 გავლენიანი ლიდერი დააკავა.

საუბარია ტერორისტული დაჯგუფების საველე მეთაურებზე, რომლებიც ამერიკული დაზვერვის საშიში დამნაშავეების ძებნილთა სიაში არიან. ტერორისტები ერაყისა და სირიის საზღვარზე იმ დროს აიყვანეს, როდესაც სირიაში გადასვლას ცდილობდნენ.

ოფიციალური ბაღდადის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველა დაკავებული ალ-ბაღდადის უახლოეს გარემოცვის წევრია.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს