ტრეფიკინგი, პროსტიტუცია, მოლდოვური ღვინო, მედია და მთლიანად სახელმწიფო - ვინ არის სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ?!
ტრეფიკინგი, პროსტიტუცია, მოლდოვური ღვინო, მედია და მთლიანად სახელმწიფო - ვინ არის სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ?!

A+ A-

15:44 14/01/2020

 ვინ არის მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმერ პლახოტნიუკი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო?  

“2020NEWS“-მა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები მოიძია. როგორც ცნობილია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოლიგარქები აქტიურად ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამონაკლისი არც პლახოტნიუკია, რომლის წარმატების გზა, ოპონენტების მტკიცებით, იწყება ტრეფიკინგიდან და ქვეყნის მმართველობის  „ჯიბეში“ ჩადებამდე მიდის. 

ტრეფიკინგი - პლახოტნიუკის პოლიტიკური გზის დასაწყისი

ვლადიმირ პლახოტნიუკი 1966 წელს დაიბადა. მან ბიზნესსაქმიანობა 90-იანებში დაიწყო. მისი თქმით, პირველი სერიოზული შემოსავალი რუსეთში მოლდოვური ღვინის ექსპორტმა და მის მიერ დაარსებული „მოლდოვურ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის“ საქმიანობამ მოუტანა.  

თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ 90-იანებში  ვლად პლხოტნიუკი დაკავებული იყო ტრეფიკინგითა და პროსტიტუციის კონტროლით, ამ საქმიანობამ კი შემდგომში გავლენიანი კლიენტების შანტაჟის შესაძლებლობა მისცა.

 

2001-ში პლხოტნიუკი რუმინული სანავთობო გიგანტის - “პეტრომის შვილობილი სტრუქტურისპეტრომ მოლდოვასჯერ კომერციული, შემდეგ კი გენერალური დირექტორი გახდა.

 ამ პოსტზე მუშაობისას მან საქმიანი კავშირები დაამყარა არა მხოლოდ მოლდოვური, არამედ რუმინული და უკრაინული პოლიტიკისა და ბიზნესის წამყვან ფიგურებთან და შესაბამისი ამბიციებიც გაუჩნდა.

ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული როლი მის აღზევებაში შეასრულა  პრეზიდენტ (2001-2009წწ.) ვლადიმერ ვორონინთან და მის შვილთან - ოლეგთან დაახლოებამ. უმცროსი ვორონინი მოლდოვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენია და ამავე დროს, მამის მსგავსად, კომუნისტური პარტიის წევრია.

პლახოტნიუკის შთამბეჭდავი ქონება

პლახოტნიუკი დაახლოებით 2-2,5 მილიარდ დოლარს ფლობს და მოლდოვაში ამის თაობაზე ხშირად წერენ, რომეს ქვეყნის  მშპ-  (მთლიანი შიდა პროდუქტი) მესამედია”.

უფრო ზუსტი ციფრების დასახელება შეუძლებელია, რადგან მისი ბიზნეს-სქემები ჩახლართულია. ამდენი ფული არც ერთ სხვა მოლდოველ ბიზნესმენს არ აქვს.

2009 წლის არჩევნების შემდეგ „მოლდოვის დემოკრატიული პარტია“, რომელსაც ის აკონტროლებდა, კოალიციაში შევიდა მომავალი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ ფილატის „ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და მიხაი გიმპუს „ლიბერალურ პარტიასთან“ (აგრეთვე, ამ კოალიციაში შედიოდა ალიანსი “ჩვენი მოლდოვა”, რომელიც შემდგომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ შთანთქა).

ახალ მმართველ კოალიციას ეწოდაალიანსი ევროპული ინტეგრაციისთვის, თუმცა, რეალურად, ის ორი ოლიგარქის, ფილატისა და პლახოტნიუკის ალიანსს ეფუძნებოდა.

ოთხი წლის განმავლობაში ისინი, ასე თუ ისე, ახერხებდნენ თანაარსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა.

 

 

პლახოტნიუკის მედია-გავლენები, ანუ  5-დან 4 ტელეარხი

პლახოტნიუკი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მედიის კონტროლს.

ხუთი ეროვნული ტელეარხიდან მას ოთხი ეკუთვნის. აგრეთვე, მის საკუთრებაშია არაერთი გაზეთი, რადიოსადგური და საინფორმაციო პორტალი.

 

ის მუდამ ცდილობდა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. მოსამართლეები, პროკურორები (გენერალურის ჩათვლით), ანტიკორუფციული არასამთავრობოების ხელმძღვანელები - ვლად პლახოტნიუკი არასდროს იშურებდა ფულს იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოესყიდა და საკვანძო თანამდებობებზე გაეყვანა.

ამ ორმა ფაქტორმა პლახოტნიუკს  შესაძლებლობა მისცა, მთავარი კონკურენტი ვლადიმერ ფილატი ციხეში ჩაესვა. ფილატს ბრალი დასდეს, რომ საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვაში მონაწილეობდა და 250-მილიონის ოდენობის ქრთამი აიღო. შარშან ივნისში ფილატს  ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კიდევ  ერთ  ბიზნესმენს,  ყოფილ დეპუტატსა და პლახოტნიუკის  მოწინააღმდეგეს,  ვლადიმერ პლატონს, 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ცხადია, იყო პრობლემებიც. ოლიგარქი იმთავითვე ნაკლებად პოპულარული იყო, ხოლო მძიმე პოლიტიკურმა და საინფორმაციო ომმა ფილატთან მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ვლადიმერ პლახოტნიუკს ჯიბეში ედო თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი და სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო ხელისუფლების ჩათვლით.

თუმცა, სრულიად მოულოდნელად მოლდოვაში ვითარება შეიცვალა და ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი სახელმწიფოს მიტაცებაში ამხილეს.  მას შემდეგ, რაც მის პარტიას მიმდინარე წლის ივნისში ხელისუფლების დათმობა მოუწია, ვლადიმირ პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა.

გასული წლის ოქტომბერში ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკზე, რომელსაც ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, პლახოტნიუკი დიდ ბრიტანეთში.

პლახოტნიუკს ჰყავს მეუღლე ოქსანა პლახოტნიუკი და ორი შვილი, ტიმოფეი და ინაკენტი. ამერტიკული სანქციები მათაც შეეხო. შეერთებულმა შატატებმა ოლიგარქის მთელ ოჯახს აუკრძალა შტატების ტერიტორიაზე შესვლა.