პრინცმა ჰარიმ მეუღლეს სამსახური უშოვნა (ვიდეო)
პრინცმა ჰარიმ მეუღლეს სამსახური უშოვნა (ვიდეო)

A+ A-

16:31 14/01/2020

ინტერნეტრში გავრცელდა ვიდეოკადრები, ანიმაციური ფილმის "მეფე ლომის“ პრემიერიდან , რომელსაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ესწრებოდნენ.

ვიდეოდან ჩანს როგორ ესაუბრება პრინცი ჰარი "დისნეის" ხელმძღვანელ ბობ იგერს და მისი მეუღლის, მეგანის სურვილებს ანდობს და უყვება, რომ მეგანის სურვილია "დისნეის" ანიმაციური ფილმები გაახმოვანოს.

კადრებიდან ჩანს, რომ კინოკომაპანიის ხელმძღვანელი გაკვირებულია და ამას გამოხატავს კიდეც: „მართლა? ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. სიამოვნებით ვცდით“, – პასუხობს ის პრინც ჰარის. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლიმ „დისნეისთან“ თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა.