“ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საცდელ პოლიგონს დახურავს, მადლობა, ძალიან ჭკვიანური და თავაზიანი ჟესტია”
“ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საცდელ პოლიგონს დახურავს, მადლობა, ძალიან ჭკვიანური და თავაზიანი ჟესტია”

A+ A-

09:31 21/10/2018

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონის დახურვას მიესალმება.

“ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ 12 ივნისის დიდი სამიტის წინ საცდელ პოლიგონს დახურავს. მადლობა, ძალიან ჭკვიანური და თავაზიანი ჟესტია“, – წერს დონალდ ტრამპი “ტვიტერში”.

პხუნგერის პოლიგონის დახურვის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მედიამ გაავრცელა. დემონტაჟი 23-25 მაისს არის დაგეგმილი. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ბირთვული საცდელი პოლიგონის დემონტაჟის ცერემონიაზე დასწრების უფლებას რუსეთის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტებს მისცემს. ამ მიზნით სპეციალური ჩარტერული რეისიც დაინიშნება, რომელიც პეკინიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში ჟურნალისტებს ჩაიყვანს.