ოპოზიციურ ძალებს გამარჯვების შანსი აქვთ - რუსული შეფასებები დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე
ოპოზიციურ ძალებს გამარჯვების შანსი აქვთ - რუსული შეფასებები დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

A+ A-

16:54 14/01/2020

„ოპოზიციურ ძალებს 22 მარტს არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვთ“,-  განაცხადა კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების  ცენტრის უფროსმა მკვლევარმა,  ვადიმ მუხანოვმა რუსულ გამოცემასთან „Sputnik“  საუბარისას,  დე ფაქტო აფხაზეთში გავითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მიმდინარე კვირას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სოხუმში ოთხდღიანი საპროტესტო აქციები. ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

„ახლა ოპოზიციამ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში და აშკარაა, რომ ოპოზიციას ძალიან კარგი შანსები აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების“, - განაცხადა მუხანოვმა.

ექსპერტის აზრით, მომავალ  ე.წ. პრეზიდენტს სრული მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „ყველას, ვინც ხელისუფლებაში მოდის, პირველი „პრეზიდენტის“,  ვლადისლავ  არძინბას  ჩათვლით, აკრიტიკებდნენ. ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ  მესამე „პრეზიდენტს“, ალექსანდრე ანქვაბს. ჩვენ შეგვიძლია, პარალელები გავავლოთ 2014 წელს განვითარებულ მოვლენებთან, როდესაც ალექსანდრე ანქვაბი საპროტესტო ტალღის გამო, იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა. ხაჯიმბა არც პირველი და არც უკანასკნელი „პრეზიდენტია“, რომელიც აფხაზეთში მოსახლეობის პროტესტს გადააწყდება“, - განმარტავს მუხანოვი.

მისივე თქმით,  დე ფაქტო აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება რუსეთის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი და ხაჯინბამაც  რუსეთის გავლენით დათმო  პოზიციები.

ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.