გაიცანით Xenobot - მსოფლიოში პირველი, ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი რობოტი
გაიცანით Xenobot - მსოფლიოში პირველი, ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი რობოტი

A+ A-

18:04 14/01/2020

მეცნიერებმა ამფიბიის ღეროვანი უჯრედის გამოყენებით მსოფლიოში პირველი ცოცხალი, თვითგანკურნებადი რობოტი შექმნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Xenobot აფრიკული ბაყაყის (Xenopus laevis) დასახელებიდან მომდინარეობს, რომლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მიიღეს მილიმეტრზე მცირე ზომის ხელოვნური ინტელექტი. რობოტი იმდენად მცირე ზომისაა, რომ თავისუფლად შეუძლია ადამიანის სხეულში მოძრაობა.

ზემოხსენებულ სუბიექტს მოძრაობა, ცურვა, კვირების მანძილზე საკვების გარეშე არსებობა და ჯგუფურად მუშაობის უნარი გააჩნია.


„Xenobot სრულიად ახალი სიცოცხლის ფორმას წარმოადგენს“, - განაცხადეს ვერმონტის უნივერსიტეტში, რომელიც ტაფტის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებდა კვლევებს.

„ღეროვან უჯრედს სხვადასხვა ტიპის უჯრედებში განვითარების უნარი გააჩნია. მეცნიერებმა ბაყაყის ემბრიონიდან ღეროვანი უჯრედები ამოიღეს და მისი ინკუბაცია განახორციელეს. შემდეგ დაამუშავეს და ე.წ. სუპერკომპიუტერის გამოყენებით სრულიად უცნობი, ბუნებაში აქამდე არარსებული სპეციფიური ფორმები მისცეს“, - ნათქვამია ვერმონტის უნივერსიტეტის განცხადებაში.

ზემოხსენებულის შემდეგ უჯრედებმა დამოუკიდებლად დაიწყეს მუშაობა. Xenobot-ს თვითგანკურნების უნარი გააჩნია. მეცნიერებმა ერთი უჯრედი შუაზე გაყვეს, რის შემდეგაც განცალკევებული ნაწილები თავისით განიკურნნენ და დამოუკიდებლად დაიწყეს მოძრაობა.

„ეს არის სრულიად ახალი ცოცხალი მანქანა. ის არც ტრადიციული რობოტია, არც ჩვენთვის აქამდე ცნობილი სიცოცხლის ფორმა, არამედ პროგრამირებადი ორგანიზმი“, - განაცხადა ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯოშუა ბონგარდმა.

Xenobot არ გავს ტრადიციულ ხელოვნურ ინტელექტს - არ გააჩნია ე.წ. ძრავი და რობოტის აღჭურვილობა. ამის ნაცვლად იგი გამოიყურება როგორც ვარდისფერი, მოძრავი ცოცხალი სხეული. მეცნიერთა აზრით, ამ ტიპის ბიოლოგიურ მანქანას შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც ფოლადის ან პლასტმასის ტიპიურ რობოტებს არ შეუძლიათ.

„ტრადიციული რობოტები დროთა განმავლობაში ძველდებიან და ზიანს აყენებენ ეკოლოგიას და ჯანმრთელობას. როგორც სხვა ბიოლოგიური მანქანები, ისინი არიან მეტად ეკო-მეგობრულები და უსაფრთხოების ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

Xenobot შესაძლოა გამოყენებული იქნას მრავალი ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის რადიოაქტიური ნარჩენებისგან გასაწმენდად, ოკეანეებში მიკროპლასტიკური საშუალებების შესაგროვებლად, ადამიანის სხეულში სამედიცინო ოპერაციების განსახორციელებლად და ა.შ. Xenobot-ს აქვს უნარი იცხოვროს წყალში დამატებითი საკვები ნივთიერებების გარეშე, დღეების და კვირების განმავლობაში.

პრაქტიკული ამოცანების შესრულების გარდა, ბიოლოგიურ მანქანას ექნება უნარი დაეხმაროს მკვლევარებს უფრო სიღრმისეულად გაეცნონ უჯრედების ბიოლოგიას - სამომავლოდ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გასახანგრძლივებლად.

„ჩვენ რომ შეგვეძლოს 3D ბიოლოგიური ფორმის შექმნა, შევძლებთ ე.წ. დაბადების დეფექტების გამოსწორებას, სიმსივნის რეპროგრამირებას და ნორმალურ, ჯანსაღ ქსოვილად ქცევას, ტრამვული დაზიანების ან დეგენერაციული დაავადების რეგენერაციას, აგრეთვე სიბერის დამარცხებას. ამ აღმოჩენამ შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს მომავლის მედიცინაზე“, - ამბობენ მეცნიერები.

M2B