უგანდელი იმამი შეცდომით კაცზე დაქორწინდა
უგანდელი იმამი შეცდომით კაცზე დაქორწინდა

A+ A-

18:13 14/01/2020

უგანდელი იმამი მუჰამად მუტუმბა გოგოზე, სახელად შაბულა ნაბურიკაზე დაქორწინდა, თუმცა ქორწილიდან 2 კვირაში გაირკვა, რომ ის ბიჭია. ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი “ნიუ ვიჟენი”  წერს.

მუტუმბამ კაბაში გადაცმული თაღლითი გასული წლის ბოლოს მეჩეთში გაიცნო. დეკემბრის ბოლოს ისინი მუსლიმური ტრადიციების თანახმად დაქორწინდნენ. მანამდე იმამი საცოლის „დეიდას“ ეწვია და ე.წ. გამოსასყიდი მიუტანა: 2 ტომარა შაქარი, 2 თხა, ტანსაცმელი და ყურანი.

2 კვირის განმავლობაში იმამს მისი ე.წ ცოლი ინტიმურ ურთიერთობებზე უარს ეუბნებოდა და ძილის წინ ტანსაცმელსაც კი არ იხდიდა.

სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც იმამის „ცოლი“ ქურდობაში გამოიჭირეს: ის მეზობლის სახლში შეიპარა და ტანსაცმელი, ფული და ტელევიზორი მოიპარა. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის კაცია და იმამი მოატყუა.