ისრაელში დააკავეს რაბინი, რომელიც 50-მდე ქალსა და ბავშვს მონურ პირობებში ამყოფებდა
ისრაელში დააკავეს რაბინი, რომელიც 50-მდე ქალსა და ბავშვს მონურ პირობებში ამყოფებდა

A+ A-

18:45 14/01/2020

ისრაელის პოლიციამ დააკავა რაბინი, რომელიც გამოძოების მტკიცებით, 50-მდე ქალსა და ბავშვს მონურ პირობებში ამყოფებდა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს. 

სამართალდამცველებმა იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთ შენობაში რეიდი ჩაატარეს, რა დროსაც გაირკვა, რომ რელიგიური ლიდერი უკვე რამდენიმე წელია იქ უკანონოდ აკავებს ადამიანებს და მონური სამუშაოს შესრულებას აიძულებს.

გავრცელებული ცნობით, მისი სავარაუდო მსხვერპლები სრულ იზოლაციაში იყვნენ და ახლობლებს ვერ უკავშირდებოდნენ.

პოლიციაში აცხადებენ, რომ 60 წლის რაბინს 8 თანამზრახველი ჰყავდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

წყარო: imedinews.ge